სპორტი
24.06.2026 12:37
კიკბოქსინგში გამართულ ღია პირველობაზე გორელებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვეს
თხუთმეტი საპრიზო ადგილით დაასრულეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა კიკბოქსინგში გამართული ღია პირველობა.

შეჯიბრი თბილისში ჩატარდა და გორელთა ანგარიშზე ექვსი ოქროს და ცხრა ვერცხლის მედალია.

ტურნირის გამარჯვებულები დავით ჯანეზაშვილი (36 კგ.), ნუგია ჯოხაძე (40 კგ.), საბა რომელაშვილი (45 კგ), ლუკა დევდარიანი (54 კგ.), ბექა ბალიაშვილი (60 კგ.) და გიორგი ჯანეზაშვილი (71 კგ.) გახდნენ.

მეორე ადგილი ავთო მწარიაშვილმა (26 კგ.), ავთანდილ შავშიშვილმა (36 კგ.), ნიკოლოზ კაჟაშვილმა (46 კგ.), გიორგი დალაქიშვილმა (54 კგ.), საბა მელითაურმა (57 კგ.), აკაკი კურტანიძემ (60 კგ.), ნიკა ხუბულურმა (63 კგ.), ლუკა მაისურაძემ (65 კგ.) და ზაქარია ვატიტაძემ (67 კგ.) დაიკავეს.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთა მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილია.
კვირის ამბები