შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კალათბურთის გუნდი NBA Junior-ის რეგიონულ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კალათბურთის გუნდი - „გორი 1“ (მწვრთნელი: დათო რუსიშვილი) NBA Junior-ის რეგიონულ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს.
გორელმა კალათბურთელებმა სამი მატჩი მოიგეს, ერთი კი დათმეს და პირველი წრე ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულეს.
საკალათბურთო მატჩებს ხაშურის სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა. ზემოაღნიშნული გუნდის გარდა, ტურნირზე „გორი 2“, „ივერიონი“, ხაშურის და კასპის გუნდები ასპარეზობდნენ.
NBA Junior მასშტაბური და პოპულარული საბავშვო საკალათბურთო პროექტია საქართველოში. წელს მისი მეათე სეზონი ტარდება.