სპორტი
22.06.2026 13:27
„დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დიამანტის ვავალისმა დაიკავა
გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 40 წლის დიამანტის ვავალისი დაინიშნა.

კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერძენი სპეციალისტი კლუბში სამწვრთნელო პროცესს დღეს, 22 ივნისს, ,,რუსთავთან“ გასამართი მატჩის შემდეგ შეუდგება. გუნდში მას ქართველი ასისტენტი ლუკა ხომასურიძე ეყოლება.

ახალგაზრდა სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის რანგში ნამუშევარი აქვს ყაზახურ „ჟენისსა“ და ბულგარეთის უმაღლესის კლუბ „მონტანაში“.

მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე დიამანტის ვავალისი ასისტენტ მწვრთნელად საბერძნეთის მთავარ ლიგაში, შემდეგ კი კლუბებში: „ლამია“, „პანსერაიკოსი“, „ათრომიტოსი“, „არისი“ და „ასტერასი“ მუშაობდა.

შეგახსენებთ, გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ლევან კორღალიძე იკავებდა.
კვირის ამბები