უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილა“ „ვირტუსს“ დაუპირისპირდება
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ სან მარინოს „ვირტუსს“ დაუპირისპირდება.
საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ეტაპის ორმატჩიანი შეხვედრები 9 და 16 ივლისს ჩატარდება.
პირველი თამაშს საქართველო უმასპინძლებს.
სან მარინოს კლუბ „ვირტუსის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე, „დილას“ მეტოქე კვიპროსის „აპოლონი“ იქნება.