

ლაზერულ სირბილში გამართულ ღია ტურს გორმა უმასპინძლა.
გარბენში სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის“ ორგანიზებით და საქართველოს ტრიატლონის და თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანს პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი დაინტერესება და სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.