სპორტი
25.05.2026 13:22
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ღია ჩემპიონატზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა რვა საპრიზო ადგილი დაიკავეს
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ღია ჩემპიონატზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა რვა საპრიზო ადგილი დაიკავეს.

გორელთა ანგარიშზე ორი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.

შეჯიბრის გამარჯვებულები გიორგი ჭიღლაძე (41 კგ.) და გივი ქებაძე (57 კგ.) გახდნენ. მეორე ადგილს გოგა შათირიშვილი (32 კგ.), ლაზარე ნონიკაშვილი (41 კგ.) და ნიკოლოზ გოგშელიძე (41 კგ.) დაეუფლნენ. დათა მიხანაშვილმა (29 კგ.), დათა დადეშელმა (38 კგ.) და საბა ბითარაშვილმა (57 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ჩემპიონატი მისაქციელში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა. შეჯიბრში 2010 – 2011 წწ; 2013-2014 წწ. და 2016-2017 წწ. დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
კვირის ამბები