
„ძალიან დიდი პატივია, ვიყო ისეთი წარმატებული გუნდის მთავარი მწვრთნელი, როგორიც გორის „დილაა“.
მადლობა ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ჩვენი ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა და დიდი მოტივაციით მოვედი. „დილას“ თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და ძალიან მომწონდა ის შემტევი სტილი, რაც ამ გუნდს ჰქონდა. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყველა გუნდს აქვს, როგორი კარგი გუნდიც არ უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ხარვეზები რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ.
არ ვარ მომხრე, რომ გუნდში რაიმე რადიკალურად შევცვალოთ, „დილა“ ისედაც ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული გუნდია. ვეცდები, ამ წარმატებას პატარ-პატარა დეტალები შევმატო.
რაც შეეხება ევროტურნირებს, მე არასდროს მრცხვენია იმის აღიარება, რომ ჩემი გამოცდილება არ იყო პოზიტიური, მაგრამ წარმატება წარუმატებლობის გარეშე არ მოდის. ვფიქრობ, არამარტო ჩვენ, არამედ შარშანდელი ევროტურნირების მონაწილე ყველა გუნდი გავაკეთებთ სწორ დასკვნებს, რომ წელს მეტად წარმატებულნი იყვნენ ქართული კლუბები“, - განაცხადა ლევან კორღალიძემ.
შეგახსენებთ, გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დიეგო ლონგო იკავებდა. როგორც კლუბში აცხადებენ, იტალიელმა სპეციალისტმა თანამდებობა ორხრივი შეთანხმების საფუძლველზე დატოვა.