

გორელი მოკრივე ლიზა ლობჟანიძე აზერბაიჯანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
სპორტსმენი 70 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ტურნირის ფარგლებში, ლობჟანიძემ აზერბაიჯანელი რამზია მირზოიევა დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის პრიზიორი და სხვადასხვა რანგის ტურნირის გამარჯვებული ლიზა ლობჟანიძე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლაში ვარჯიშობს. სპორტსმენის მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილია.
„ჰეიდარ ალიევის თასი“ ბაქოში მიმდინარეობს. ასპარეზობები 17-წლამდე ასაკი მოკრივეთა შორის ტარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს