სპორტი
06.05.2026 14:07
ტაეკვანდოში გამართულ ტურნირზე გორელებმა ოთხი პირველი, ორი მეორე და სამი მესამე ადგილი დაიკავეს
ოთხი პირველი, ორი მეორე და სამი მესამე ადგილით დაასრულეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ტაეკვანდოში გამართული ღია ლიგის შეჯიბრი.

გორელთაგან გამარჯვებულები მილა ციცაგი (-48კგ; პინი), ანდრეა მაზიაშვილი (-27კგ; პინი), მარიამ ბუზიაშვილი (-25კგ; პინი) და ნიკოლოს აფხაზავა (-21კგ; პინი) გახდნენ. მეორე ადგილზე ქრისტინე გოგებაშვილი (27კგ; პინი) და გურამ ბზიშვილი (23კგ; პინი) გავიდნენ. რაც შეეხება ევა ციცაგს (კადეტი), მარიამ ავაზიშვილს (-44კგ; იუნიორი) და გაბრიელ ჯეირანაშვილს (-29კგ; პინები), სპორტსმენებმა ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

ტურნირი თბილისში ჩატარდა.
კვირის ამბები