რატი შუშიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატად აირჩიეს.
ათთვიანი ინიციატივის ფარგლებში, დელეგატი ადგილობრივებს ახალგაზრდული პროგრამების, სერვისების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გააცნობს, გარდა ამისა, საინფორმაციო შეხვედრებს და აქტივობებს ჩაატარებს, ითანამშრომლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, თვითმმართველობასა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან.
რატი შუშიაშვილი გორის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. 19 წლის ახალგაზრდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.
ახალგაზრდობის საგენტოს პროექტი - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს განვითარებას და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას. პროექტის ბოლოს გამოვლინდებიან საუკეთესო დელეგატები, რომლებიც სასწავლო ვიზიტით საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაზე გაემგზავრებიან.