სპორტი
05.05.2026 11:38
დავით პაპუკიშვილი ევროპის ახალგაზრდული თასის ბრინჯაოს პრიზიორია
გორელი ძიუდოისტი დავით პაპუკიშვილი ევროპის ახალგაზრდული თასის ბრინჯაოს პრიზიორია.

ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. თურქეთის, აზერბაიჯანის და ნიდერლანდების წარმომადგენლებს სძლია, ნახევარფინალში იაპონელ ძიუდოისტთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი კვლავ იაპონელ სპორტსმენს დაუპირისპირდა და მესამე ადგილს დაეუფლა.

დავით პაპუკიშვილი გურამ პაპიტაშვილი სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ევროპის ახალგაზრდული თასი სტამბოლში (თურქეთი) ჩატარდა და ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა ხუთი მედლით დაასრულეს.
კვირის ამბები