სპორტი
04.05.2026 16:23
ილია მღებრიშვილმა საფეხბურთო კლუბი „გორი“ დატოვა
საფეხბურთო კლუბ „გორის“ მთავარმა მწვრთნელმა ილია მღებრიშვილმა გუნდი დატოვა.

კლუბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.

„არაერთი ეფექტური და პროდუქტიული სეზონის შემდეგ, საფეხბურთო კლუბის „გორი“ მთავარმა მწვრთნელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა.

დიდ მადლობას ვუხდით ილია მღებრიშვილს გუნდში გატარებული წარმატებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერულ და პირად ცხოვრებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვირის ამბები