სპორტი
04.05.2026 15:29
გორელი ნატალი იაშვილი თბილისის ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია
გორელი ნატალი იაშვილი კადეტთა შორის გამართული თბილისის ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია.
ძიუდოისტი 48 კგ. წომით კატეგორიაში ასპარეზობდა. ტურნირის ფარგლებში, ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონი, ასევე არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. რაც შეეხება ევროპის თასს, 2024 წელს ბინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნატალი იაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელები: ირაკლი ლომიძე და გიორგი თათრიშვილი).

თბილისის ევროპის თასი ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ცხრა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
კვირის ამბები