გორის „დილა“ „რუსთავს“ დაუპირისპირდება. ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის მეათე ტურის მატჩი ხვალ, 1-ელ მაისს ჩატარდება.
თამაშს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი (თბილისი) უმასპინძლებს და 21:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 16 ქულით მეორე პოზიციაზეა. გასული ტურის შეხვედრაში გორის გუნდმა თბილისის „სპაერი“ 1:0 დაამარცხა.