
გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ტყის ეკოსისტემებით და გარემოს დაცვით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის კონკურსს - „სატყეო სკოლა 2026“ აცხადებს.
პროექტში მონაწილეობა VII–IX კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთკვირიანი ბანაკი, სადაც თეორიული სწავლება პრაქტიკულ აქტივობებთან იქნება ინტეგრირებული.
„პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება: მოსწავლის ინტერესი ბუნების, ტყისა და გარემოს დაცვის მიმართ; მოტივაცია და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართულობის მზაობა; ასაკობრივი შესაბამისობა და გუნდური მუშაობის უნარი; გენდერული და გეოგრაფიული ბალანსი; სოციალური აქტივობა - გარემოსდაცვით კლუბებში, პროექტებსა ან მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის გამოცდილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 27 აპრილია. ბანაკის მოწყობა კი 8-დან14 ივნისის ჩათვლით იგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.