საზოგადოება
08.05.2025 14:38
სოფელ ზერტში გზის რეაბილიტაცია გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და ამ ეტაპზე ასფალტის დაგება მიმდინარეობს.

„სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2 კმ და 861 მეტრია, სამუშაოების ღირებულება კი 2 705 500 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ​მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები