დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტია, მისი ინაუგურაცია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში დღეს გაიმართება.
ფიცის დადების ცერემონია საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება. ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს.
არსებული ინფორმაციით, ინაუგურაციას ამერიკელი პოლიტიკოსები, კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ასევე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა და ჯო ბაიდენი. ინაუგურაციას დაესწრება რამდენიმე ქვეყნის ლიდერიც.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ