გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში წვიმაა ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების ცნობით, 26 ნოემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გორში +9 გრადუსს მიაღწევს, 16-დან 21 საათამდე კი იწვიმებს.
მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი 27 ნოემბერსაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით მხოლოდ +5 გრადუსს მიაღწევს.
+5 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი 28 ნოემბერსაც.
29 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, კვლავ შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა +6-8 გრადუსის ფარგლებში.