საზოგადოება
25.11.2024 13:18
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სააგენტო სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის.

აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2024 წელს სააგენტომ, ჯამში, უსაფრთხო გარემოში 900-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება“, - ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები