გორში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ,,გორის მაცნეს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი გოგონას ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეოვდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, 14 წლის გოგონა მდინარეში საბანაოდ შევიდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს