2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება დაქირავებულთა რაოდენობას, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა კი 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, ამავე პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.
ვიწყებთ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების საზოგადოებისთვის გაცნობას - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ