გორელი ძიუდოისტი ლუკა ქარელიშვილი (90 კგ.) ახალგაზრდებს შორის გამართული ევროპის თასის გამარჯვებულია.
პირველობისთვის ბრძოლაში სპორტსმენმა ავსტრიელი, ფრანგი, უნგრელი, ქართველი და სერბი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტს ტაშკენტში კადეტთა შორის გამართული ევროპის თასიც აქვს მოგებული.
ლუკა ქარელიშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მისი მწვრთნელი ანზორ თენაძეა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი