ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში მიმდინარე პროექტის - ,,საზაფხულო სკოლის“ პირველი ეტაპი დასრულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პირველ ნაკადზე სკოლამ 20-მდე ბავშვს უმასპინძლა.
შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის ხანგრძლივობა 10 დღეს მოიცავდა. რაც შეეხება მიზანს, მოზარდებისთვის ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ასევე, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, ზემოხსენებულ პროგრამას, ყოველწლიურად, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს. პროექტში მონაწილეობა კი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10-12 წლის ბავშვებს შეუძლიათ.