საზოგადოება
24.05.2024 10:26
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, მიმდინარეობს სკვერების, გამწვანების ზოლების და სარეკრეაციო სივრცეების მოწესრიგება.

„ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სეზონური სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ბალახის გათიბვასთან ერთად, ამუშავებენ ნიადაგს, ასევე, მიმდინარეობს მცენარეების გასხვლა, მორწყვა და შეწამვლა“, - აცხადებენ სააგენტოში. 

კვირის ამბები