გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე, სოფლებში.
„ამ დროისთვის შიდა საუბნო გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება სოფელ ქვახვრელში. გზის ახალი საფარი 750 მეტრზე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში მონტაჟდება ახალი სანიაღვრე სისტემაც. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5