საზოგადოება
23.04.2024 13:26
გორში დედამიწის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

გორში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ასფალტზე ხატვის კონკურსი მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები წარმოადგინეს. აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინიციატივით მოეწყო. 

რაც შეეხება გამარჯვებულებს, პირველი ადგილზე გორის №1 საჯარო სკოლა გავიდა, მეორე ადგილი №4 საჯარო სკოლამ დაიკავა, გორის მუნიციპალიტეტის ზემო ხვითის საჯარო სკოლა კი მესამე ადგილს დაეუფლა.

ნომინაციაში ჟიურის სიმპათია გამარჯვებული გორის  №10 საჯარო სკოლა გახდა.

დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნეს გორის №3 და სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაგა-ბაღებმა. აქტივობებში პერსონალთან და აღსაზრდელებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი და სააგენტოს თანამშრომლები ჩაერთნენ. გამწვანების აქციები ნერგებით გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სანერგე მეურნეობამ უზრუნველყო.

თარიღთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ღონისძიება ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზეც მოეწყო. აქტივობის ფარგლებში, სკოლა „თამარიონის“ მოსწავლეები მეტყევის და რეინჯერის საქმიანობას, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას და ველური ბუნების შენარჩუნების საჭიროებას გაეცნენ. ახალგაზრდებმა მდინარე ტანას მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს.

ცნობისთვის, დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

კვირის ამბები