ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - სააპელაციო პალატის პრეზიდენტად მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს.
სააპელაციო პალატა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბოლო ინსტანციაა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ინფორმაციით, ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. მოსამართლის პოზიციაზე ის 9 წლის ვადით არის არჩეული. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველი მოსამართლეა, რომელიც ჰააგის სასამართლოში ამგვარ მაღალ პოზიციაზე დაინიშნა.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5