საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს შავშვების დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლები გაეცნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან და უპირატესობებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო იმიტირებული კენჭისყრაც,
საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5