გენერალ-მაიორი პატრიცია ბეტინა ბუღანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ბეტინა ბუღანი ამ პოსტს 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს. ბუღანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი, მას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება აქვს. ბეტინა ბუღანს სხვადასხვა პერიოდში ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო დროს ის ჩართული იყო კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციაში და მშვიდობის შენარჩუნებაში პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში.
ბუღანმა დიმიტრიოს კარაბალისი შეცვალა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ოფისი გორში მდებარეობს.
მამული, ენა და სარწმუნოება არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან.
გორის გამგეობის 1904 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ამ ადგილს „ამილახვრის ბაღი“ ეწოდა, მოგვიანებით კი გორელებმა „ახალბაღი“ უწოდეს.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
100 დღის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად, პარტიულ აქტივს 10 რეგიონში შეხვდება.
ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუს-ი.