

ბათუმში გამართული საქართველოს თასის გათამაშება 9-13 დეკემბერს თავისუფალ ჭიდაობაში გორელმა ფალავნებმა 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, რაც გუნდური მაჩვენებლით საუკეთესო შედეგი გახლავთ.
საქართველოს თასის გამარჯვებულები გახდნენ - თემურ ვანიშვილი (61 კგ), ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (მძიმე).
ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს - ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), გოდერძი ძებისაშვილმა (61 კგ), ამირან ვახტანგიშვილმა (65 კგ), კოტე ხაბალაშვილმა (70 კგ) და დავით ტლაშაძემ (74 კგ).
ამ შეჯიბრების მიხედვით დაკომპლექტდება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა. შეგახსენებთ, რომ გაისად, ზაფხულში გველის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში, სადაც გორელი მოჭიდავეები ისევ ფავორიტები იქნებიან საქართველოს ნაკრებიდან მედლების სავარაუდო კანდიდატებს შორის.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს