გორელი მოკრივე გიორგი გუცაევი (81 კგ) ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ამავე შეჯიბრებაზე, ახალგაზრდებს შორის ჩვენი ქალაქის კიდევ ხუთმა მოკრივემ შეძლო მედლის მოპოვება, ერთი სპორტსმენი კი, დიდებში გახდა ქვეყნის ჩემპიონატის პრიზიორი.
ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს: ლუკა ნიქაბაძემ (60), სოსლან ქელეხსაევმა (69) და გიორგი ასანიძემ (81).
ბრინჯაოს მედლები კი, ახალგაზრდებში გოგა მამულაშვილს (60), ხოლო დიდებში - გიორგი დოლიაშვილს (69) ერგოთ.
ყველა მოკრივე გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება