აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ,,ტვიტერზე'' აქვეყნებს ძაღლის ფოტოს, რომელიც ,,ისლამური სახელმწიფოს'' ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა.
"გავასაჯაროვეთ ფოტო შესანიშნავი ძაღლისა (სახელს არ ვასაჯაროვებთ), რომელმაც ფასდაუდებელი სამუშაო გასწია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაკავებასა და ლიკვიდაციაში", - წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ ,,ტვიტერზე''.
ძაღლმა ოპერაციის მიმდინარეობისას მცირე დაზიანებები მიიღო, თუმცა მას საფრთხე არ ემუქრება.
,,ალ ბაღდადი მკვდარია აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად, სირიის ჩრდილოეთით. არცერთი ამერიკული სამხედრო არ არის დაზარალებული'', - განაცხადა ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.