გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მოსახლეობის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2026 წელს აღნიშნული სამუშაოები 13 სოფელში დაიწყო და პროექტების დასრულების შემდეგ, 3 400-ზე მეტი აბონენტი 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
რაც შეეხება პროექტებს, 3 სოფელში - ახალუბანში, ფაბრიკის დასახლებასა და ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო 10 სოფელში - თერგვისში, ტირძნისში, ნიქოზში, ახრისში, დიცში, ბროწლეთში, თედოწმინდაში, აძვში, კვარხითსა და შინდისში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.