საზოგადოება
03.09.2026 15:26
ახალგორის, ქურთის, ერედვის და თიღვის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ახალგორის, ქურთის, ერედვის და თიღვის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, ასევე გამგეობების საკრებულოების თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში დევნილთა ჩასახლებების განვითარების და მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებიც განიხილეს. შეკრებილებმა ჩასახლებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი ეფექტურად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით არსებული საკითხები ეტაპობრივად გადაიჭრება და ახალი პროექტები დაიგეგმება, რაც დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
კვირის ამბები