საზოგადოება
03.09.2026 13:13
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ოცი პროექტი ხორციელდება
მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ოცი პროექტი ხორციელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩას და მუნიციპალიტეტის 15 სოფელს მოიცავს.

პროექტების ფარგლებში, დაზიანებული გზის საფარის რეაბილიტაცია და ახალი საფარის მოწყობა მიმდინარეობს, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტს 21 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოწესრიგებული გზა შეემატება.

„საგზო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, მათ შორის, ტყვიავში, მეღვრეკისში, ხიდისთავში, პატარა გორიჯვარში, ერგნეთში, დიცში, ზემო ნიქოზში, სვენეთში, თორტიზასა და ქვემო ხვითში მოეწყო. სამუშაოები მიმდინარეობს კოშკებში, კარალეთში, ბოშურში, ბერშუეთსა და სკრაშიც. რაც შეეხება გორს, ქალაქში მიმდინარე სამუშაოებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია პაპიტაშვილის და პუშკინის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მოწყობა, რომელიც სხვადასხვა უბანში გადაადგილებას გააუმჯობესებს.

მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტია. სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება და მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები