საზოგადოება
03.09.2026 10:46
საერთაშორისო გამოფენაში - Paris International Agricultural Show (SIA) 2027 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
საერთაშორისო გამოფენაში - Paris International Agricultural Show (SIA) 2027 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო და 2026 წლის 14 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ან/და რეალიზაციას უწევენ საკვებ, სასმელ ან გამოფენის შინაარსის შესაბამის სხვა პროდუქციას.

„საერთაშორისო გამოფენა - Paris International Agricultural Show (SIA) 2027 საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 2027 წლის 27 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით გაიმართება და მინაწილეებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კი აუცილებელია დარეგისტრირდეთ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში“, - აცხადებენ სააგენტოშო.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

ცნობისთვის, Paris International Agricultural Show (SIA) 2027 აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენას წარმოადგენს. გასულ წელს გამოფენაში 28 ქვეყნიდან 1 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.
კვირის ამბები