საზოგადოება
03.09.2026 10:45
გორის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს

ამ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქციებს მართავენ. მოწესრიგდა კვერნაქის სასაფლაო, მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი გზები. რამდენიმე ლოკაცია სტიქიურად დაყრილი ნარჩენებისგან გაიწმინდა.

გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორწყვა-მორეცხვის სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის საშუალებით საავტომობილო გზები მორეცხვა დილის საათებში ირეცხება.
კვირის ამბები