კარალეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და მეწარმეები დააჯარიმეს
გორის მინიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი გ. ს.-ის და ინდივიდუალური მეწარმე ვ. ხ.-ის (მისამართი: გორის მინიციპალიტეტი სოფელი კარალეთი) კუთვნილი ფრინველთა სასაკლაოები. ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.
„გამოვლენილი დარღვევების გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.