დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები დაშავებულ პედაგოგს სამი თვის განმავლობაში საშუალებას არ აძლევდნენ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ემკურნალა.
დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორის მაცხოვრებლებს გადაადგილების საშუალება ორ თვეში ერთხელ მიეცემა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ 10- დღიან ვადას აძლევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღონ კუთვნილი პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით
ძალზე გაძვირდა ფასები პროდუქტებზე, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის ახალგორელებს. მაგალითად, მანდარინი, რომელიც აქ 1 ლარი ღირს, ახალგორში 5-6 ლარად იყიდება - ახალგორის გამგებელი
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და საჰაერო ბუშტებზე შებმული თეთრი ხალათი ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაუშვეს.