ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს. სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს კი სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.
საქართველოში covid 19-ით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 783 გახდა.
ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო 9 - თბილისში, ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 810 331 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გარდაიცვალა 360 332 ადამიანი.