წუხელის, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 100-მდე ადამიანით გაიზარდა და დაღუპულთა რაოდენობა 470-ს აღწევს.
თუ პირს დაუდგინდა ვირუსული ინფექცია, იგი არ იმყოფება თვითიზოლაციაში და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, ეს უკვე არის სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების საფუძველი.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ 51 პირი იმყოფება.