დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის, ან პირბადის უქონლობის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირისთვის 500 ლარითაა განსაზღვრული.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესებისა და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ - ნათია მეზვრიშვილი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, ასევე, იკრძალება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ღია სივრცეებში გამართვა.
ბოლო 2 დღის განმავლობაში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. მთლიანობაში, კოვიდ 19-ის 27 570 742 დადასტურებული შემთხვევაა.