დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება ტაქსების მოძრაობაც.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, გარკვეულ შემთხვევებში გადაადგილება ნებადართულია.
შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
თუ ყველამ არ შევასრულეთ დაწესებული შეზღუდვები, მოგვიწევს ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.
ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები, ჩვენი მღვდელმთავრები.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 463 პაციენტი.