რაც შეეხება გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, 21:00 საათიდან 05:00 საათიდამდე გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ჩამოდიან ტურისტები, რომელთაც სურთ ქვეყანაში მეტი დროის გატარება, შესაბამისად, მთავრობა ე.წ კომენდატის საათის მოხსნის საკითზე იმსჯელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შესრულდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, ისევ არის საშიშროება, რომ ეპიდაფეთქებები დაიწყოს და გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.