სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.
31 დეკემბერს და 6 იანვარს, შობის ღამეს, შეზღუდვის გაუქმება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გამონაკლისის სახით დაუშვა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მიმდინარე აქცია გამყოფ ხაზთან მდებარე 116 სოფელს მოიცავს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; ამასთან, აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;